სიახლეები

AVON-ის მამოგრაფიის კაბინეტის უფასო გამოკვლევების პროგრამის შედეგები
25 იანვარი 2016

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეივონის (AVON) მამოგრაფიის კაბინეტი წელიწადზე მეტია სარძევე ჯირკვლის უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამას ახორციელებს. ამ ხნის მანძილზე პროფილაქტიკური გამოკვლევის სერვისით შვიდასამდე ქალმა ისარგებლა. საეჭვო პათოლოგიების გამოვლენის გამო პაციენტთა ნაწილს დამატებითი კვლევა და მკურნალობა დაენიშნა, ზოგიერთ მათგანს კი საოპერაციო ჩარევა დასჭირდა.

პათოლოგიული პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში დაავადების 98% განკურნებადია. შესაბამისად, დროული კვლევა წარმოადგენს დაავადების გართულების პრევენციის საუკეთესო საშუალებას.

პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ პაციენტს შეუძლია უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი მომსახურება:

  • მამოლოგის კონსულტაცია

  • რენტგენო-მამოგრაფიული გამოკვლევა

  • ექოსკოპიური მამოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში)

  • ანალიზები ონკომარკერებზე (საჭიროების შემთხვევაში)

ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით: (+995 32) 248 72 27