სიახლეები

ავღანეთის დელეგაცია უნივერსიტეტში
24 აპრილი 2019

23 აპრილს, უნივერსიტეტმა უმასპინძლა ავღანეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციის ვიზიტს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ,,იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის“ მმართველი კომიტეტისა და ქალთა უფლებებზე  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოსა და ავღანეთის იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის შექმნის ისტორია, ქსელის საქმიანობის განხორციელების პრინციპები  და ის ძირითადი გამოწვევები, რასაც ხვდებიან ქსელის წევრები  საქმიანობისას.

ვიზიტი ორგანიზებული იყო სამართლის საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციის მიერ.