სიახლეები

არტროპლასტიკის საერთაშორისო კონფერენცია
23 იანვარი 2018

18-20 იანვარს, მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები მიწვეული იყვნენ „არტროპლასტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე“, ქ.კაიროში, რომლის ფარგლებშიც მათ ჩაატარეს ვორკშოპი თემაზე „ართრიტების პრე- და პოსტოპერაციული მართვა და რეაბილიტაცია“. სამუშაო ჯგუფების მიზნობრივ აუდიტორიას სხვადასხვა ქვეყნის ორთოპედები, რეაბილიტოლოგები, ოსტეოპათები, სპორტული მედიცინის ექიმები და სხვა დაინტერესებული პირები წარმადგენდნენ.

კონფერენცია ბრიტანეთის უწყვეტი სამედიცინო განათლების (BACME) აკადემიის მიერ იყო აკრედიტებული.