სიახლეები

არბიტრაჟში სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისათვის გზამკვლევის პრეზენტაცია
15 ნოემბერი 2018

15 ნოემბერს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა არბიტრაჟში საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისათვის გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც გამოსცა „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველომ“. გზამკვლევის მთავარი რედაქტორია სოფიო ტყემალაძე, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. გზამკვლევი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისა და სტუდენტებისთვის.

პრეზენტაციაზე ავტორებმა განმარტეს გზამკვლევის სტრუქტურა, გამოყენების მეთოდოლოგია და უპასუხეს სტუმრების შეკითხვებს.