სიახლეები

ანდრეას უმლანდის საჯარო ლექცია „საქართველოს ექვსი მომავალი: უსაფრთხოების კონკურენტული სცენარები“
17 იანვარი 2019

16 იანვარს, უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის, ანდრეას უმლანდის საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ექვსი მომავალი: უსაფრთხოების კონკურენტული სცენარები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის“ (რუხი ზონა, მსხვილი გარიგება, ნატო, ევროკავშირი, ნატოს მიღმა მთავარი მოკავშირე, ინტერმარიუმი).

ანდრეას უმლანდი პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტეტული მკვლევარია და მისმა მოხსენებამ ფართო საზოგადოების, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ლექცია ჩატარდა უნივერსიტეტის ევროპული და ევროატლანტიკური სწავლების ცენტრის ორგანიზებით.