სიახლეები

ალედ დევისის ტრენინგი მედიაციის სტრატეგიების შესახებ
21 ნოემბერი 2018

20 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა MediatorAcademy.com ონლაინგანათლების პლატრფორმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ალედ დევისს უმასპინძლა, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტების, თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის მედიაციის სტრატეგიების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

გამოცდილმა მედიატორმა როლური სავარჯიშოების გამოყენებით მონაწილეებს სამუშაო ადგილზე კონფლიქტის მართვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის რამდენიმე ძირითადი პრინციპი გააცნო. 

ტრენინგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ემოციური ინტელექტისა და სწორი კომუნიკაციის უნარების განვითარების მნიშვნელოbის ახლებურ გააზრებას.