სიახლეები

AIESEC-ის საგანმანათლებლო სამიტი
19 ივნისი 2018

16-17 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნათია თინიკაშვილმა, ნუცა ტურაშვილმა და მარიამ ბერუაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC-ის საგანმანათლებლო სამიტში. სამიტის ფარგლებში უნივერსიტეტის დელეგატები დაესწრნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერების სესიებსა და ვორქშოპებს. სამიტის დასასრულს დელეგატებმა ჯგუფური მუშაობის გამოცდილება საერთო პროექტების შექმნითა და წარდგენით გამოიმუშავეს.

სამიტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა განათლების თანამედროვე ტენდენციებზე, არაფორმალური განათლების საჭიროებაზე, მონაწილეთა ლიდერული უნარების განვითარებასა და ლიდერული ღირებულებების მნიშვნელოვნებაზე. სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი.