სიახლეები

AESC-ის მესამე წლიური სამუშაო შეხვედრა
17 დეკ 2018

დესკნეტის („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“) ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო საზოგადოება - „ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ (AESC) აცხადებს მონაწილეთა მიღებას მესამე წლიური სამუშაო შეხვედრისათვის, რომელიც გაიმართება 2019 წლის 19-20 აპრილს ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნულ უნივერსიტეტში (ოდესა, უკრაინა). სამუშაო შეხვედრის თემაა „ინტერრეგიონალიზმის გამოცდილება შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში: ნორმის გავრცელება, სამართლებრივი დაახლოება, კონკურენცია“.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული/ფლაერი ან ესტუმრეთ ვებგვერდს:  http://aesc-online.eu

მონაწილეთა მიღება მესამე წლიური სამუშაო შეხვედრისათვის