სიახლეები

ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის შექმნის პროექტი
4 აპრილი 2018

2018 წლის 3 აპრილიდან იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორები, ხელმძღვანელი ადვოკატების ზედამხედველობით იწყებენ მუშაობას ახალ ინიციატივაზე. პროექტი შეეხება სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების სისტემატიზაციას და ისეთი საძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც გაუადვილებს მომხმარებელს მარტივად მოიპოვოს მისთვის სასურველი ინფორმაცია თემატური საძიებო სისტემის გამოყენებით. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების სისტემატიზირება მოხდება მიღებული გადაწყვეტილების ქრონოლოგიის და საადვოკატო ეთიკის პრინციპების მიხედვით. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საადვოკატო ეთიკის პრაქტიკის პოპულარიზაციას და მეტად ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლისათვის სასურველი ინფორმაციის მოკლე ვადებში მოძიებას.