სიახლეები

ადამიანის უფლებათა კვირეული
4 დეკ 2018

4 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები თემაზე - „დამოუკიდებლობა იურიდიულ პროფესიაში და სამართლიანი სასამართლოს უფლება“. მოხსენებით წარდგნენ: ასოცირებული პროფესორი ნათია წკეპლაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; პროფესორი სოფიო ჩაჩავა, იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი და ანა ლორია, ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).