სიახლეები

5-6 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში შრომის სამართლის სემინარი გაიმართება
8 ნოემბერი 2014

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან ერთად, 2014 წ 5-6 დეკემბერს შრომის სამართლის სემინარს აწყობს.

სემინარი ადვოკატების, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი და შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება.

 

სესიებს გაუძღვებიან:

დავით კერესელიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სოფიო ჩაჩავა - სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ნუნუ კვანტალიანი - სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წლებში

სრული ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი.

სემინარზე დაგროვილი 10 კრედიტსაათი, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტების ფარგლებში.

სემინარში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

 

სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26.11.2014

საკონტაქტო პირი: 

ეკა ონიანი

ტელ.: 599 373 373 ან 555 967 637

ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.ge

www.NewVision.ge