სიახლეები

31 ოქტომბრის ღონისძიებები კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად
30 ოქტომბერი 2015

31 ოქტომბერს, 13:00-ზე, Avon-ის ორგანიზებითა და პარტნიორების - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ფონდის ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ თანამონაწილეობით თბილისში ვარდისფერი მსვლელობა და კონცერტი გაიმართება. მსვლელობის მიზანია ინფორმაციის გავრცელება ძუძუს კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის დროული ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით და მასში მონაწილეობას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ.

ღონისძიება ვაკის პარკში, კონცერტით დასრულდება (კლუბი 33ა). 

კონცერტში მონაწილეობენ:

  • ვაკის პარკი

  • Loudspeakers

  • გია ნიკოლაძე

  • დათუნა სირბილაძე

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

  • ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

  • Dunkin' Donuts

  • DHL Georgia

  • Kia Motors Georgia

  • Etam Georgia

  • OK! Magazine Georgia

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის AVON-ის მამოგრაფიის კაბინეტი მეორე წელია

ახორციელებს უფასო გამოკვლევებს ძუძუს კიბოს პრევენციისათვის.

ჰოსპიტალის მისამართი: 

ლიუბლიანას 2/6
ტელ.: (032 ) 2 48 72 27 ან 551 25 88 88