სიახლეები

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები
8 აგვისტო 2019

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 31 ივლისის 12:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/

სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში.

დოკუმენტების მიღება:

27 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდა უცხო ენაში (საჭიროების შემთხვევაში):

29 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანით.

გამოცდა სპეციალობაში და გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში):

06 სექტემბერი - გამოცდა სპეციალობაში;

09 სექტემბერი - სპეციალობის გამოცდის შედეგების გაცნობა;

10 სექტემბერი - სპეციალობის გამოცდის შედეგების აპელაცია;

11 სექტემბერი - აპელაციის შედეგების გაცნობა.

 

კრედიტების აღიარების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროცესის მიმდინარეობის 

პარალელურად.

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტის სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენის ბოლო ვადაა 16 სექტემბერი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება;

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

  • ფოტოსურათი;

  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში;

  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;

  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;

  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • ინგლისური ენის (სადოქტორო პროგრამაზე გადმომსვლეთათვის ასევე გერმანული ან ფრანგული ენის) მინიმუმ „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეობებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);

  • მხოლოდ დოქტორანტებისთვის: განცხადება სადისერტაციო საბჭოს სახელზე ნაშრომის სავარაუდო სათაურის, სტრუქტურისა და სასურველი ხელმძღვანელის მითითებით.

მის.: უნივერსიტეტის ეკოკამპუსი, ბოხუას 11

+995 32 24 24 440

eservices@newvision.ge