სიახლეები

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები
24 ივლისი 2017

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე: https://students.eqe.ge/

სტუდენტები, რომლებიც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდნენ 2017 წლის 23 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით.

დოკუმენტების მიღება:

23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდა უცხო ენაში (საჭიროების შემთხვევაში):

23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანით.

გამოცდა სპეციალობაში (საჭიროების შემთხვევაში):

7 სექტემბერი (შედეგები ცნობილი გახდება 8 სექტემბერს).

 

კრედიტების აღიარების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროცესის მიმდინარეობის პარალელურად.

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ბოლო ვადაა 11 სექტემბერი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება;

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

  • ფოტოსურათი;

  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში;

  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;

  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • ინგლისური ენის მინიმუმ „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეობებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე).