სიახლეები

14 და 15 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართება
20 ოქტომბერი 2014

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან ერთად 2014 წ 14 და 15 ნოემბერს სახელშეკრულებო სამართლის სემინარს აწყობს.

სემინარი ადვოკატების, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი და სახელშეკრულებო სამართლის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება.

 

სესიებს გაუძღვებიან:

დავით კერესელიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სოფიო ჩაჩავა - სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ალექსანდრე იოსელიანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ნუნუ კვანტალიანი - სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წლებში

სრული ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი

სემინარზე დაგროვილი 10 კრედიტსაათი, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტების ფარგლებში.

სემინარში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5.11.2014

საკონტაქტო პირი: 

ეკა ონიანი
ტელ.: 599 373 373 ან 555 967 637

ელ.ფოსტა: EOniani@NewVision.ge

www.NewVision.ge