სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (PBLS)

სწავლების ენა: ქართული /ინგლისური;

ხანგძლივობა: 6 სთ (1 დღე);

სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი: პედიატრიული და ნეონატოლოგიური მიმართულების ექიმები და ექთნები; პარამედიკოსები; სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები და რეზიდენტები; არასამედიცინო პერსონალი.

სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (Paediatric Basic Life Support (PBLS) ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) სასწავლო კურსია, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია პედიატრიულ და ჩვილ ბავშვთა ასაკის მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური საფეხურების წარმოებასა და გულ-ფილტვის რეანიმაციაზე.

კურსი მსმენელებს შეასწავლის:

  • მაღალი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაციის კონცეფციას ბავშვებში;
  • გულის გაჩერების ამოცნობას;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციის ალგორითმს ბავშვებსა და ჩვილებში 2015 წელს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად;
  • სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს ბავშვებსა და ჩვილებში;
  • ერთი და ორი მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორცილებას ბავშვებსა და ჩვილებში;
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას ბავშვებსა და ჩილებში;
  • ხელოვნური სუნთქვის ტექნიკას პარკ-სარქვლოვანი ტომრისა და ნიღბის გამოყენებით;
  • დამხმარე სუთქვის ჩატარებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციას ტრაქეის ინტუბაციის პირობებში;
  • რეანიმაციულ ღონისძიებებს უცხო სხეულის გადაცდენის დროს ბავშვებსა და ჩვილებში;
  • გუნდურ მუშაობას რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ევროპის რეანიმაციის საბჭოს (European Resuscitation Council)  სერტიფიკატებს.