ქართული სამართლის მიმოხილვა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა 2015 წლიდან გადაიბარა და განაახლა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) სამართლებრივი ჟურნალის „ქართული სამართლის მიმოხილვის“ გამოცემა. ჟურნალმა 1998-2008 წლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროცესში სხვადასხვა სამართლებირივი ტენდენციის ანალიზის თვალსაზრისით.

ამჟამად, ჟურნალი აერთიანებს უნივერსიტეტის სახელით მომზადებულ როგორც საექსპერტო-კვლევით ნაშრომებს, ისე დოქტორანტების კვლევით კომპონენტებს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების საკითხზე.

ეს საქმიანობა უნივერსიტეტსა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს კოლაბორაციის ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ერთ-ერთი გამოხატულება იყო და შემდგომშიც გრძელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტსა და ევროპული ინტეგრაციის საპარლამეტო კომიტეტთან თანამშრომლობით.

 

ქართული სამართლის მიმოხილვა - ტომი 16. 2016

ქართული სამართლის მიმოხილვა - ტომი 15. 2015

ქართული სამართლის მიმოხილვა - ტომი 14. 2013-2014

ქართული სამართლის მიმოხილვა - ტომი 13. 2011-2012

ქართული სამართლის მიმოხილვა - ტომი 12. 2009-2010

ქართული სამართლის მიმოხილვა – არქივი