ჰოსპიტლის დეპარტამენტები

ქირურგიულ დაავადებათა დეპარტამენტი

ქირურგიულ დაავადებათა დეპარტამენტი აერთიანებს: ზოგადი და მცირეინვაზიური და ენდოსკოპიური ქირურგიას, ქირურგიული ონკოლოგიას, გინეკოლოგიას, თორაკალურ და თავ-კისრის ქირურგიას, მამოლოგიას, კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების ონკოქირურგიას, პროქტოლოგიას, მეტაბოლური ქირურგიას, ტრავმატოლოგია და ორთოპედიას, უროლოგიას, ანგიოქირურგიას, პლასტიკური ქირურგიას, ყბა-სახის ქირურგიას, ბავშვთა ქირურგიას და ნეიროქირურგიას. გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფი და თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს ღია და ლაპარასკოპიული ოპერაციების უმაღლეს დონეზე ჩატარებას. ჰოსპიტალი გამოირჩევა განსაკუთრებულად მძიმე პაციენტების ქირურგიული მკურნალობით, ტარდება რთული და მასშტაბური ოპერაციები.

ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი

ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი შედგება შემდეგი მიმართულებებისგან: კლინიკური ლაბორატორია, პათომორფოლოგია, ციტოლოგია, რადიოლოგია (რენტგენი, ექსოკოპია), ენდოსკოპია, ფუნქციური დიაგნოსტიკა. დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს სხივური მედიცინის სერვისებს, აგრეთვე სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურას, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მკურნალობისათვის. 

ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი 

დეპარტამენტი წარმოადგენს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიმღებს. მასში გაერთიანებულია გადაუდებელი მედიცინის, კრიტიკული მედიცინის და ანესთეზიოლოგიის სამსახურები. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობა, აგრეთვე ფართო სპექტრის დაავადებები – გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დარღვევები, ტრავმა და სხვა.

მ. აბელოფის სახ. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და პაციენტებს კიბოს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს. განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეებისა და ლიმფომების მედიკამენტური მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში. მკურნალობა მიმდინარეობს როგორც ამბულატორულად, ასევე სტაციონარის პირობებში. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში გამოიყენება CCDRT მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მაღალსელექციური ანტინეოპლაზიური ქიმიოთერაპია. 

შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი

შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში გაერთიანებულია: თერაპიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებები. დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ქრონიკული და მწვავე დაავადებების მკურნალობას.