ჩარიცხვა

უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულების შესაბამისად.

საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტი ირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების, სამაგისტრო პროგრამაზე – საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე – შესაბამისი პროგრამითა და სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული ჩარიცხვის წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

პირი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს და ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია. ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს სარეგისტაციო განაცხადის შევსებას, სავალდებულო დოკუმენტების წარმოდგენასა და სწავლის საფასურის გადახდას.

კანდიდატმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის) ასლი;
  2. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სკოლის ატესტატი, სამაგისტრო პროგრამაზე – ბაკალავრის დიპლომი, სადოქტორო პროგრამაზე – მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის);
  4. ფოტოსურათი (3X4);
  5. სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო, სოციალურ ან სხვა სახის გრანტს.