შესყიდვების მენეჯერი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: ფინანსების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება
  • მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და მიღწევა
  • სარეალიზაციო მასალების ხარისხის კონტროლი;
  • შესყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და კონტროლი;
  • საბაჟო პროცედურების წარმართვა/შესრულება;
  • მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
  • ხარჯების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • საგადასახადო და იურიდიული საკითხების ზოგადი ცოდნა;
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის მონიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სამედიცინო ინვენტარის შესყიდვებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.