ღვინის სამართლის კვლევითი ცენტრი

ცენტრის საქმიანობის მიზანია ღვინის სამართლის კვლევის ხელშეწყობა.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

  • ღვინის სამართალთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება, კვლევების განხორცილება და პუბლიკაციების მხარდაჭერა;
  • ღვინის სამართლის შესახებ აკადემიურ წრეების, სტუდენტებისა და დარგით დაინტერესებულ პირთა ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ღვინის სექტორის რეგულირების კუთხით ევროკავშირისა და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ქართული ღვინის სამართალთან შედარების მიზნით დისკუსიების ფორმატის წახალისება;
  • ღვინის სამართლის მიმართულებით აკადემიურ პერსონალთან და პრაქტიკოს იურისტებთან საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა;
  • ღვინის სამართლის საკითხებზე კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზება.

 

ცენტრში კვლევები განხორციელდება ღვინის სამართალთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ღვინის წარმოების სამართალი - ტექნოლოგიური პროცესების რეგულირება (ნებადართული და აკრძალული ოპერაციები);
  • ღვინისა და სურსათის სამართლის ურთიერთმიმართება;
  • ღვინის ბრენდინგი და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა; უფლებების დაცვის აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები;
  • ღვინის გეოგრაფიული დასახელებები, მათი დაცვა და გამოყენების კონტროლი;
  • ღვინის ეტიკეტირება და მომხმარებელთა დაცვა;
  • ღვინის ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება;
  • ღვინის წარმოების საგადასახადო-სამართლებრივი მოთხოვნები;
  • ღვინით ვაჭრობა და სავაჭრო ბარიერები;
  • პასუხისმგებლობა ღვინის კანონმდებლობის დარღვევისთვის.

 

ცენტრის კოორდინატორი: თათია კერესელიძე