ქართული ენის კლუბი

2015 წლის დეკემბერში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ქართული ენის კლუბი შეიქმნა. კლუბის მიზანია უცხოელ სტუდენტებს შეასწავლოს საკომუნიკაციო ენა, გააცნოს ქართული კულტურა, ყოფა და ისტორია. ქართული ენის კლუბის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები, ქართული კერძების დაგემოვნება.

კლუბი იკრიბება ყოველ კვირას, იმართება ინტერაქტიული ლექციები, სტუდენტები სწავლობენ მხოლოდ მათთვის საინტერესო თემებს, საჭირო სიტყვებსა და ფრაზებს.

კლუბი უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს შორის. სტუდენტები ესწრებიან ლექციებს, აქტიურად მონაწილეობენ დადგმულ დიალოგებში, სვამენ საინტერესო შეკითხვებს, ეცნობიან ქართულ კულტურასა და ისტორიას. გარდა ამისა, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს საქართველოს შესახებ, საუბრობენ საკუთარი კულტურისა და ქვეყნის შესახებ, მსჯელობენ მასპინძელ ქვეყანასა და სამშობლოს შორის მსგავსება-განსხვავებებზე.

კლუბი სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე კომუნიკაციისა და მულტიკულტურული ღირებულებების გამომუშავების კარგი საშუალებაა.