ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სერვისებსა და ტრენინგებს, რომელთა მიზანია სტუდენტთა ემოციური კეთილდღეობის მიღწევა და აკადემიური წინსვლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ეფექტური მართვა. ცენტრი ქმნის უსაფრთხო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაზე ინდივიდუალური და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრს უნდა მიმართოთ, თუ:

  • გაქვთ აკადემიური პრობლემები და რთულად ეგუებით ახალ საუნივერსიტეტო გარემოს;
  • გაქვთ დეპრესიისა და მარტოობის განცდა, ხართ დემოტივირებული;
  • განიცდით მწუხარებას და დანაკლისს;
  • გაწუხებთ ტრავმული გამოცდილება და მასთან დაკავშირებული მოგონებები;
  • გაქვთ პრობლემები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში;
  • გაწუხებთ სტრესი და შფოთვა;
  • გაქვთ თვითდაზიანებისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების სურვილი;
  • გაქვთ აკულტურაციასა და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კითხვები;
  • სხეულის ხატის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • არაჯანსაღი ნივთირებებისადმი დამოკიდებულება.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გთავაზობთ სერვისებს, რომლებშიც მკაცრად იქნება დაცული კონფიდენციალობის სტანდარტები, ეს სერვისებია:

  • ინდივიდუალური კონსულტაცია;
  • ჯგუფური თერაპია;
  • კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული ტრენინგები და ვორკშოპები.

ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც სურს ამ სერვისებით სარგებლობა, შეუძლია შეავსოს აპლიკაცია და ორი დღით ადრე დაგეგმოს ცენტრის მენეჯერთან შეხვედრა. მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს კლინიკური ფსიქოლოგი და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი სალომე მილორავა. 

კონტაქტი: smilorava@newvision.ge

აპლიკაციის ფორმა