სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის უფროსი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1500 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია/მოვალეობები:

  • დეპარტამენტში დაგეგმილი პროექტების შესრულების სტრატეგიის შემუშავება და ფუნქციების განაწილება სტუდენტური სერვისების კოორდინატორებს შორის;
  • მენეჯერების საქმიანობის მონიტორინგი;
  • სტუდენტების საინფორმაციო მხარდაჭერა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • საორიენტაციო შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება;
  • საუნივერსიტეტო რეგულაციების, პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელება;
  • სტუდენტების სახელზე სხვადასხვა ცნობებისა და დოკუმენტების გაცემა;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის საქმიანობის კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე);
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • კარგი მოსმენის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანობა;
  • პუნქტუალობა.