სისხლის ბანკი

სისხლის კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალი პაციენტისთვის. სწორედ ამიტომ, ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სისხლის ბანკი გთავაზობთ, გახდეთ დონორი მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

ამ არაკომერციული პროგრამის მიზანია:

  • საქართველოში უანგარო დონაციის იდეის პოპულარიზაცია;

  • დაავადებების დროული გამოვლენა და გართულებების პრევენცია;

  • სისხლის ყველა ჯგუფისა და რეზუსის კომპონენტის საჭირო მარაგის შენარჩუნება - შედეგად, მეტი გადარჩენილი სიცოცხლე!

ყველა ზრდასრულ და ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია სისხლის დონაცია ყოველ 2 თვეში ერთხელ. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეუძლია გაიღოს სისხლი და საკუთარი ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოდ მიიღოს სხვის სიცოცხლეზე ზრუნვით განცდილი სიამოვნება.

ამასთან, სისხლის ბანკი საშუალებას გაძლევთ უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩაიტაროთ შემდეგი გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;

  • ჰემოგლობინი;

  • B და C ჰეპატიტი;

  • აივ ინფექცია (შიდსი);

  • ათაშანგი (სიფილისი).

ასევე დაადგინოთ თქვენი სისხლის ჯგუფი და რეზუსი.

 

კონტაქტი: 0159  ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა № 11

ტელ: 032 223-83-93

ელ-ფოსტა: bloodbank@newvision.ge