საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ დაფუძნდა „საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია საქართველოში ბავშვთა პარასპორტისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარება; აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ეროვნული ჩემპიონატების, პარაოლიმპიური და არაპარაოლიმპიური სპორტის სახეობებში ღია პირველობებისა და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება და ჩატარება.