სასწავლო პროცესის მენეჯერი - 5 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: სკოლა/ფაკულტეტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1250-1500 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია/მოვალეობები:

  • ქართველი სტუდენტების მიღების პროცესის ადმინისტრირება;
  • სტუდენტების შიდა და გარე მობილობის პროცესის კოორდინირება;
  • კრედიტების აღიარების დასკვნის პროექტის მომზადება;
  • სტუდენტთა სტატუსების და მისი დინამიკის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება სკოლის დეკანისათვის;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით/საერთო სამაგისტრო გამოცდებით მიღებისათვის ანკეტა-კითხვარების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სტუდენტთა პორტალზე ლექტორების მიერ ნიშნების ასახვის მონიტორინგი;
  • ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის დიპლომებისა და დიპლომის დანართების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების ადმინისტრირება/დაარქივება;
  • სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის კოორდინირება;
  • სტუდენტთათვის კონსულტაციის გაწევა პროგრამისა და მისი კომპონენტების შესახებ;
  • სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება მის გასაუმჯობესებლად;
  • ლექტორების საუნივერსიტეტო გარემოში ეფექტური ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
  • სასწავლო ცხრილის მომზადებაში მონაწილეობა;
  • შუალედური და დასკვნითი გამოცდების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • სტუდენტებისა და ლექტორების წერილობითი მიმართვების განხილვა;
  • ახალი ლექტორების შერჩევის პროცესის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • კარგი მოსმენის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის და კონსესუსის მიღწევის უნარი.