საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1875 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ხელშეწყობა;
  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარება უცხოურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან;
  • ერთობლივი/ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარებაში სკოლების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო მობილობის/გაცვლითი პროექტების ადმინისტრირება;
  • უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საერთაშორისო მივლინებების და საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა/ორგანიზება;
  • უცხოურ ორგანიზაციებთან, პროფესიულ ქსელებთან, ასოციაციებთან, ფონდებთან, დიპლომატიურ მისიებთან, დონორ ორგანიზაციებთან და საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება/გაზიარება;
  • ინსტიტუციური და საგანმანათლებლო საქმიანობის დასაფინანსებლად საერთაშორისო ფონდების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სტრუქტურული რგოლებისათვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით);
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე);
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (ზეპირი და წერილობითი);
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა: სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. მეორე უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;
  • ოპერატიულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გაწონასწორებული ქცევა.