პარტნიორი დაწესებულებები

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, 2014 წლის 1 ნოემბერს, გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს იურიდიული განათლების ხარისხის განვითარების, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას სასწავლო პროგრამების, სტუდენტთა სტაჟირების, სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით. მემორანდუმს ხელი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, გაგა გაბრიჩიძემ და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზვიად კორძაძემ მოაწერეს.

ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

2015 წლის 24 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ მოაწერეს. მათ ასევე მიმართეს უნივერსიტეტის სტუდენტებს და ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესისა და გამოწვევებისა და ინტეგრაციის პროცესში სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების როლის შესახებ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, ევროინტეგრაციის საკითხების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, გაიარონ კვლევითი პრაქტიკა და გაიღრმავონ ცოდნა შესაბამისი მიმართულებით.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, 2016 წლის 27 მაისს, გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ბიოსამედიცინო კვლევითი პროექტების; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ცალკეული კურსების; კონფერენციების, სემინარების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და საზაფხულო სკოლების განხორციელება.