ნიუ ვიჟენ ბიბლიოთეკა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აერთიანებს სასემინარო წიგნად ფონდს, ABC ბიბლიოთეკას, საბიბლიოთეკო სერვისცენტრს, საუნივერსიტეტო ელექტრონულ რესურსებსა და ლიტერატურის მოძიების საერთაშორისო სისტემას.

სასემინარო წიგნადი ფონდით სარგებლობა სამკითხველო დარბაზში შესაძლებელია ყოველდღიურად 9 საათიდან 21 საათამდე, წინასწარი შეთანხმებით – 24 საათამდე. 

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრის" (CESEC) და ამერიკული ორგანიზაციების (მაგალითად, Friends of the Clinton Library, Blount County Public Library; Blount Caunty Sister City Program; The City of Alcoa Municipal Government) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ამერიკის მოსახლეობამ, კერძო თუ სამთავრობო ორგანიზაციებმა ქართველი მკითხველისთვის რამოდენიმე ათეული ათასი წიგნის მობილიზება მოახერხეს. მათ შორის, კერძო კოლექციებიდან გაკეთებული შემოწირულობით ბიბლიოთეკის არეალში ისტორიული, 1800-იანი წლებით დათარიღებული დოკუმენტები მოხვდა. პროექტს გამომცემლობებმაც გადასცეს რამდენიმე ათასი წიგნი. „სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრისა" და „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, 2014 წლიდან წიგნადი ფონდი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განთავსდა. 

ნიუ ვიჟენ ბიბლიოთეკის კატალოგი