მთავარი ბუღალტერი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: ფინანსების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა;
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
  • უნივერსიტეტის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
  • საბაჟო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • არარეზიდენტებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება/დეკლარაციების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის);
  • საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერის ცოდნა“;
  • ACCA პირველი და მეორე დონის სერტიფიკატების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.