ლოჯისტიკის მენეჯერი - 2 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: ფინანსების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

თანამდებობრივი სარგო: 1250 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია/მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის მიმდინარე შეკვეთების ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
  • უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული არაფინანსური აქტივების მართვა;
  • უნივერსიტეტის მომარაგება საკანცელარიო, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო  საქონლით;
  • უნივერსიტეტის საწყობის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • უნივერსიტეტის კაფეტერიის საკვები პროდუქტებით მომარაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარის ფლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • საქმისადმის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.