იურისტი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: იურიდიული დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1250 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.


ფუნქცია/მოვალეობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების შედგენა;
  • კანონმდებლობაში ცვლილებების კონტროლი;
  • უნივერსიტეტის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამართლებრივი შინაარსის წერილების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი სამართალში;
  • სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.