იურიდიული დახმარების ცენტრი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას: სტუდენტი სწავლობს კეთებით, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.

 

რას გულისხმობს იურიდიული დახმარება?

იურიდიული დახმარება გულისხმობს:

  • უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; 

  • განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას; 

  • დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

 

ვის შეუძლია იურიდიული დახმარების მიღება?

იურიდიული დახმარების მიღება შეუძლია: 

  • საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს; 

  • საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ ნებისმიერ იურიდიულ პირს. 

 

ვინ გაგიწევთ მომსახურებას?

იურიდიულ მომსახურებას ახორციელებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგიტრო პროგრამის სტუდენტები და ზედამხედველი ადვოკატები. 

დაინტერესებულ პირს იურიდიული დახმარების მისაღებად შეუძლია: 

  • დაუკავშირდეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრს ელ. ფოსტის - legalaid@newvision.ge ან ტელეფონის - 2 42 44 40 მეშვეობით; 

  • მიმართოს იურიდიული დახმარების ცენტრს, სამუშაო დღეებში 10:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე (შესვენება 14:00 სთ-იდან 15:00 სთ-მდე) მისამართზე: ევგენი მიქელაძის ქ. №1ა (დიღმის მასივის მე-6 კვ.), ქ. თბილისი;

  • მიმართოს იურიდიული დახმარების ცენტრს Facebook-ის საშუალებით.