ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) დეპარტამენტის უფროსი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 2250 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამუშაო პროცესის დაგეგმვა/ორგანიზება;
  • პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელის ადმინისტრაცია, ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • საუნივერსიტეტო პროცესების IT მხარდაჭერა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტში არსებული პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
  • კომპიუტერულ სისტემაში არსებული სიახლეების დანერგვა;
  • კომპიუტერული ტექნიკის, ქსელური აპარატურის, პროგრამული პროდუქტების მუშაობის ხარისხის მუდმივი ანალიზი;
  • კომპიუტერული ტექნიკის შერჩევის, შესყიდვებისა და ტრანსპორტირების პროცესის კოორდინირება;
  • ელექტრონული მართვის სისტემების დანერგვის და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სტატისტიკური ანალიზის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.