ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის ცენტრი

ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის ცენტრის (CECL) მიზანია ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების დანერგვის ხელშეწყობა კონფლიქტების პრევენციის, მათი გადაჭრისა და ზოგადად, საზოგადოებრივი ურთიერთობების ჰარმონიული განვითარებისთვის.

საქმიანობის მიმართულებებია:

  • ადამიანთა ქცევის შესწავლა ინდივიდის თვითშემეცნების, შესაძლებლობების განვითარების, კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების საუკეთესო მეთოდების დანერგვის მიზნით;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების გამომუშავების ხელშემწყობი საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება;
  • აზრთა გაცვლისა და ინფორმაციის კრიტიკული განხილვის ფორუმის ჩამოყალიბება.