დაფუძნება და მიზანი

შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ შეიქმნა შპს „კიბოს კვლევის ცენტრის - მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიის“ (დაფუძნ. 2012 წლის 20 აპრილს) რეორგანიზაციისა და მასთან 2015 წლის სექტემბერში შპს „ჯეოკლინიკის“ შერწყმის საფუძველზე. 2016 წლის 1 სექტემბრიდან მოხდა ჰოსპიტლისა და უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მენეჯმენტის გაერთიანება, რის შედეგადაც ჰოსპიტალს მედიცინის სკოლის დეკანი ხელმძღვანელობს.

ჰოსპიტლის მიზანია პიროვნების საჭიროებებსა და ეთიკურ ღირებულებებზე დამყარებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, რომელთა შემუშავება, დანერგვა და ხარისხის განვითარება ხორციელდება საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებასთან ურთიერთკავშირში.