ბუღალტერი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: ფინანსების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1750 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • ბუღალტრული ტრანზაქციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • შესყიდვების, მარაგების, ძირითადი საშუალებების ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მუშაობა (ფაქტურების და ხედნადებების ბუღალტრულ პროგრამაში ატვირთვა/ჩამოტვირთვა)
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
  • ინტერნეტ-ბანკთან მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
  • ინტერნეტ-ბანკთან მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება/დეკლარაციების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის);
  • საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერის ცოდნა“;
  • ACCA პირველი და მეორე დონის სერტიფიკატების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.