ბიზნესკონსულტაციის ოფისი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესკონსულტაციის ოფისის მიზანია კლიენტებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნისა და ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისთვის, რაც კომპანიის მნიშვნელოვან და სტაბილურ წინსვლას შეუწყობს ხელს. ოფისი კლიენტებს ბიზნესის მენეჯმენტის, ლიდერობის, ფინანსებისა და მარკეტინგის სფეროში დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ბიზნესკონსულტაციის ოფისის კონცეფცია ითვალისწინებს სტუდენტების აკადემიურ სივრცეში მიღებული განათლების პრაქტიკაში რეალიზების პერსპექტივას; რეალური ბიზნესგარემო აღრმავებს სტუდენტთა ცოდნის არეალს.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ბიზნესლიდერების თანამშრომლობა უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის, როგორც სტუდენტების, ისე ბიზნესკლიენტებისთვის. სტუდენტები ბიზნესპროექტებზე მუშაობის გამოცდილებას იძენენ, ხოლო კლიენტები საკონსულტაციო ჰონორარის ფასად - შესრულებულ სამუშაოს.