ასოციაცია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ინარჩენუნებს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას და სთავაზობს მათ სხვადასხვა სახის სოციალურ თუ აკადემიურ აქტივობას. ასევე შთააგონებს მათ საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნაში.

უნივერსიტეტსა და კურსადმთავრებულებს შორის ურთიერთობის გამყარების სურვილი საერთო აღმოჩნდა: პირველმა კურსდამთავრებულება გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ალუმნის ასოციაცია. ასოციაცია არის გაერთიანება, სადაც სხვადასხვა ბიოგრაფიის მქონე, ენთუზიაზმით სავსე თაობა იკრიბება ურთიერთობისთვის, ახალი იდეებისა და შესაძლებლობების განხილვისათვის. ეს კი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ თანაკურსელებთან ურთიერთობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. კურსდამთავრებულთათვის ალუმნის ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ კარიერული სერვისებით, უწყვეტი პროფესიული განათლების კურსებითა და დაესწრონ ნებისმიერ მნიშვნელოვან ღონისძიებას. უნიერსიტეტი ქმნის პლატფორმას კურდამთავრებულთათვის, მათ ასოციაციის ფარგლებში ექნებათ პროექტების განხორციელებისა და ღონიძიებების დაგეგმვის, ახალი სტუდენტებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების და, რაც მთავარია, უნივერსიტეტთან და თანაკურსელებთან უწყვეტი კავშირის საშუალება.

დაგვიკავშირდით: alumni@newvision.ge