კლინიკური უნარების ლაბორატორია და ტრენინგცენტრი

ჩვენ შესახებ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის მიზანია გადაუდებელ მდგომარეობასთან შეხების მქონე სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო და ეროვნული სერტიფიცირების მქონე შემდეგ სასწავლო პროგრამებს:

  • სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (Basic Life Support (BLS);
  • სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (Paediatric Basic Life Support (PBLS);
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (First Aid).

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორია და ტრენინგცენტრი ახორციელებს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (European Resuscitation Council) სასწავლო კურსებს საქართველოში. სასწავლო კურსებს უძღვებიან ევროპის რეანიმაციის საბჭოსა და ამერიკის გულის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები. წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ევროპის რეანიმაციის საბჭოს სერტიფიკატს.

პროგრამები

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS) გადაუდებელი და რეანიმაციული მიმართულების საბაზისო კურსია. მისი მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოზრდილებში სიცოცხლის გადარჩენის საწყისი საფეხურების განხორციელება როგორც ჰოსპიტალში, ასევე ჰოსპიტალს გარეთ, რაც უზრუნველყოფს გულის უეცარი გაჩერების დროს დაზარალებულისთვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო გამოსავალის მიღწევას.

სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (PBLS)

სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) სასწავლო კურსია, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია პედიატრიულ და ჩვილ ბავშვთა ასაკის მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური საფეხურების წარმოებასა და გულ-ფილტვის რეანიმაციაზე.

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (First Aid)

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი მსმენელებს სთავაზობს უახლესი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე  შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებით.

რეგისტრაცია

 
1 Start 2 Complete